🍅 ჰიბრიდი გამოირჩევა დიდი ზომით, ნაყოფი ბრტყელ–მომრგვალებულია და მრავალკამერიანი.
🍅 საშუალო წონა 280-330 გრამი, აღწევს 800 გრამსაც, აქვს საუცხოო ნაზი გემო და არაჩვეულებრივი არომატი.
🍅 მცენარე ძლიერი გენერაციული ტიპისაა, მედეგია დაბალი ტემპერატურების და დაავადებების ფართო სპექტრის მიმართ.
🍅 მოყვანა რეკომენდირებულია სარზე და შპალერზე ფირიან სათბურში და ღია გრუნტში ჩითილის მეთოდით. მარტში იწყება თესლის (წინასწარ თბილ წყალში გაჩერებული) დათესვა ჩითილის გამოსაყვანად. 2 ფოთლის სტადიაზე მცენარეს უკეთდება პიკირება, მინერალური სასუქის მიწოდება, ხოლო მაისში, ყინვების შემდეგ, მუდმივ ადგილას გადარგვა. რეკომენდირებულია არაუმეტეს 3 მცენარის დარგვა 1 კვ.მ.
🍅 ჩითილის გადარგვიდან მწიფდება 70-73 დღეში. მნიშვნელოვანია წვეთოვანი მორწყვა თბილი წყლით ისე, რომ წყალი არ ხვდებოდეს ფოთოლს. პომიდორს სასუქი მიეწოდება სეზონზე 3 ჯერ. დასაწყისში შეიძლება მცირე დოზით აზოტის მიწოდება, შემდეგ აქცენტი გააკეთეთ კალიუმზე და ფოსფორზე.
🍅 მედეგია ვერტიცილეზური და ფუზარიოზული ჭკნობის, ნემატოდის, ღეროს ალტერნარიოზული კიბოს, ფოთლების რუხი ლაქების, თამბაქოს მოზაიკის ვირუსის მიმართ.
🍅 ერთი ბუჩქიდან საშუალოდ იკრიფება 4,5 კგ. უგემრიელესი პომიდორი! მწიფე ნაყოფი ინახება 20 დღემდე.
✔️ ფასი: 0.00 ლარი
✔️ პაკეტის დაფასოება: 500 მარცვალი