{"product_id":"ანტიკლეშ-მაქს-0-1ლ","title":"ანტიკლეშ მაქს 0.1ლ","description":"\u003ch1\u003eანტიკლეშ მაქსი არის ფართო სპექტრის მავნებლებისა და ტკიპების წინააღმდეგ\u003c\/h1\u003e\n\u003cp\u003eძლიერი \u003cstrong\u003eკონტაქტურ-სისტემური და ფუმიგაციური მოქმედების ინსექტო-აკარიციდი\u003c\/strong\u003e, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართო სპექტრის დასაცავად. პრეპარატი ეფექტურად აკონტროლებს როგორც მწერ მავნებლებს, ასევე ტკიპებს მათი განვითარების ყველა ძირითად სტადიაზე – \u003cstrong\u003eკვერცხი, მატლი, ნიმფა და ზრდასრული ფორმა\u003c\/strong\u003e.\u003c\/p\u003e\n\u003ch2\u003eმოქმედი ნივთიერებები\u003c\/h2\u003e\n\u003cul\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eპირიმიფოს-მეთილი – \u003cstrong\u003e200 გ\/ლ\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eპირიდაბენი – \u003cstrong\u003e150 გ\/ლ\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eაცეტამიპრიდი – \u003cstrong\u003e50 გ\/ლ\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003c\/ul\u003e\n\u003ch2\u003eპრეპარატის ფორმა\u003c\/h2\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eემულსიის კონცენტრანტი (EC)\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003ch2\u003eქიმიური ჯგუფი\u003c\/h2\u003e\n\u003cul\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eფოსფორორგანული ნაერთები\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eპირიდაზინონები\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eნეონიკოტინოიდები\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003c\/ul\u003e\n\u003ch2\u003eმოქმედების მექანიზმი\u003c\/h2\u003e\n\u003cp\u003eპრეპარატი აერთიანებს \u003cstrong\u003eკონტაქტურ, სისტემურ და ფუმიგაციურ მოქმედებას\u003c\/strong\u003e, რაც უზრუნველყოფს მავნებლების სწრაფ და ეფექტურ კონტროლს.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eპირიმიფოს-მეთილი\u003c\/strong\u003e აფერხებს ქოლინესთერაზის აქტივობას, რის შედეგადაც მავნებლების ორგანიზმში ირღვევა ნერვული და მეტაბოლური პროცესები, რაც საბოლოოდ იწვევს მათ დაღუპვას.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eპირიდაბენი\u003c\/strong\u003e მოქმედებს მავნებლების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გამოირჩევა ძლიერი კონტაქტური და ნაწლავური მოქმედებით. ეფექტურია ტკიპების განვითარების ყველა ძირითად სტადიაზე – კვერცხიდან ზრდასრულ ფორმამდე.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eაცეტამიპრიდი\u003c\/strong\u003e სწრაფად შეიწოვება ფოთლის ზედაპირიდან და გადაადგილდება მცენარის ყველა ნაწილში, მათ შორის ახალ ყლორტებში. იგი მოქმედებს მავნებლების ნერვულ სისტემაზე, იწვევს მათ პარალიზებასა და სწრაფ განადგურებას.\u003c\/p\u003e\n\u003ch2\u003eუპირატესობები\u003c\/h2\u003e\n\u003cul\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eფართო სპექტრის ინსექტო-აკარიციდი ხეხილის, კენკროვანი, ბოსტნეული და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის;\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eეფექტურად ანადგურებს მავნებლებსა და ტკიპებს განვითარების ყველა ძირითად სტადიაზე;\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eკონტაქტური, სისტემური და ფუმიგაციური მოქმედების ერთდროული ეფექტი;\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eიცავს მცენარეს ფარული განვითარების სტადიაში მყოფი მავნებლებისგან;\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eსწრაფი მოქმედება და ხანგრძლივი დამცავი ეფექტი;\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eვრცელდება მცენარის ახალ ნაზარდზეც, რაც უზრუნველყოფს სრულფასოვან დაცვას.\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003c\/ul\u003e\n\u003ch2\u003eთავსებადობა\u003c\/h2\u003e\n\u003cp\u003eპრეპარატი თავსებადია უმეტეს პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, \u003cstrong\u003eგარდა ტუტოვანი რეაქციის მქონე პრეპარატებისა\u003c\/strong\u003e.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eსამუშაო ხსნარის მომზადებამდე რეკომენდებულია მცირე რაოდენობით შერევის ტესტის ჩატარება. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ წარმოიქმნას ნალექი, ქაფი, ფენებად დაშლა, ბურთულები ან რომელიმე კომპონენტის არასრული გახსნა.\u003c\/p\u003e\n\u003ch2\u003eდანიშნულება\u003c\/h2\u003e\n\u003cp\u003eპრეპარატი განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად მწერი მავნებლებისა და ტკიპების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. მისი მრავალმხრივი მოქმედება უზრუნველყოფს მცენარის საიმედო დაცვას როგორც უშუალო კონტაქტის, ისე სისტემური და ფუმიგაციური ეფექტის საშუალებით.\u003c\/p\u003e","brand":"AgroNova","offers":[{"title":"Default Title","offer_id":50951654932647,"sku":null,"price":10.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0732\/0076\/3047\/files\/Untitled-1_78ba0543-e52a-4960-a917-58f6d6a74b21.jpg?v=1783587425","url":"https:\/\/agronova.ge\/products\/%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a8-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a1-0-1%e1%83%9a","provider":"AgroNova","version":"1.0","type":"link"}